ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს სხვადასხვა ლოკაციაზე ადგილზე ეცნობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.
გზების გაწმენდაში ჩართულია სპეციალური ტექნიკა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
მძიმე ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად უკვე გაწმენდილია სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა გზებისა და დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის გაწმენდა.