ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისგან შექმნილი დისკომფორტის აღმოსაფხვრელად მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
რამდენიმე დღეა უკვე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებთან მისასვლელი და ცენტრალური გზების გაწმენდის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომდგენლებთან ერთად ეცნობა.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 7 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. იწმინდება დაბა ადიგენის, ფხეროს, ჭეჭლის, ბოლაჯურის, ჩორჩანის, ზანავის, გორგულის, დერცელისა და ზედუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების გზები და პრობლემური მონაკვეთები.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით მერიის სამსახურების თანამშრომლები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის არ მიეწოდება დერცელის, კიკიბოს, გორგულის, ლელოვნის, ამხერის, იჯარეთის, იმერთუბანისა და დაბა ადიგენის მოსახლეობას. პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.