ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაბა ადიგენში, უფასო სკრინინგ აქცია მიმდინარეობს.
აქციაში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისარგებლოს სხვადასხვა პროფილაქტიკური კვლევით, მათ შორის:
ძუძუს კიბოს სკრინინგით (მამოგრაფიული კვლევა და ექოსკოპია) 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის;
პარალელურად, ტარდება არტერიული წნევის კონტროლი, ასევე „B“ და „C“ ჰეპატიტებისა და „აივ“-ინფექციის ინტეგრირებული სკრინინგი;