მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა ადიგენში თორნიკე ერისთავის ქუჩა N 54- ში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები დაბა ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩა N 54- ში, სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილების მოწყობა, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები და ტერიტორია გამწვანდება.
სამუშაოების ღირებულება 50 800 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.