მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა ადიგენში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, რომლის ღირებულება ჯამში 129 999 ლარია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებულ ადგილებში ორმოულების შეკეთება და 360 მეტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა. ასევე მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები და საპარკინგე სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას მუნიციპალიტეტში.