ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დაბა ადიგენში დომინოში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით, წყვილებს შორის ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები დომინოს მოყვარულები.
თამაშების შედეგები ასეთია:
I ადგილი – ლევანი კიკაბიძე, ვახტანგი კიკაბიძე;
II ადგილი – ჯემალი ირემაძე, გოგიტა მიქელაძე;
III ადგილი – იოსები ყულიჯანიშვილი, იური ჩილაშვილი;
ჩემპიონატის გამარჯვებულებს ადიგენის მერიისგან თასი და მედლები გადაეცათ.