ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილეებთან ერთად დაბა ადიგენში ბენდი „იუნითის“ კონცერტს დაესწრო.
მუსიკალური საღამო DJ-ის გამოსვლით დასრულდა.
კონცერტს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივები და მობრძანებული სტუმრები.
კონცერტი ადიგენის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.