მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში საინფორმაციო დაფები QR კოდებით დამონტაჟდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში საინფორმაციო დაფები QR კოდებით დამონტაჟდა.
საინფორმაციო დაფებზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით მსურველები გადავლენ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.adigeni.ge, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებსა და სიახლეებს, როგორც ვიზუალური ასევე ტექსტური აღწერილობებით.
ინიციატივის მიზანია ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის სასურველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია.