დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში „ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
“ადიგენობას” დაესწრნენ და ადგილობრივებსა და მობრძანებულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და ადიგენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამოვლინდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები: სვეტლანა ხუბაევა, სვეტლანა ბოჩიკაშვილი და რიმნიკის მთავარეპისკოპოსი ბარსანუფი.
დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ძიუდოში და მოეწყო მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე.
სადღესასწაულო პროგრამა ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების გამოსვლით გაგრძელდა და ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა.
„ადიგენობას“ ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საერო და სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.