მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა აბასთუმანში აღობილის დასახლებაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემები, სკვერები, მინი სპორტული მოედნები, სპორტკომპლექსები და სხვა.
ამ ეტაპზე, დაბა აბასთუმანში, ე.წ. აღობილის დასახლებაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში- 790 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 339 999 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ , პროექტებზე მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი ხორციელდება.