ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მერიის, საკრებულოს და ააიპ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო.
ღონისძიების ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციებზე ახალი ხე-მცენარეები ირგვება, რომლებიც მერიამ შეიძინა.
როგორც დაბა ადიგენში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე გამწვანდა გზისპირების მიმდებარე ტერიტორიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცეები, მათ შორის პარკები და სკვერები.
გარემოს დაცვა და გამწვანება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები მომდევნო დღეებშიც გაიმართება.