ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან სერგი მუშკუდიანთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხეში გამართულ ააიპ ადიგენის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „ზარზმისა“ და ახალციხის ანსამბლ „სამცხის“ სოლო კონცერტს დაესწრო.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე ანსამბლებმა მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული პროგრამა წარმოადგინეს. შეასრულეს ქართული ცეკვების გამორჩეული ნომრები და დამსწრებისაგან მოწონება დაიმსახურეს