გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს (სამშაბათს), 12:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ადგილი: დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქუჩა N5, მერიის ადმინისტრაციული შენობა;
თარიღი: 8 აპრილი, სამშაბათი;
დრო: 12:00 საათი;
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ მონაწილეობა განხილვებში და გაგვიზიაროთ საკუთარი აზრები და წინადადებები.