ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მღებრიშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა, დაბა ადიგენში, გმირთა მემორიალთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეკრებილებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათი ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაბა ადიგენის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა რევაზმა, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2008 წლის აგვისტოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სამი სამხედრო მოსამსახურე -არტემ ბალახაშვილი, დევი ჩადუნელი და ალექსანდრე ზაზაშვილი დაიღუპა.