მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი აქტიურად მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი აქტიურად მიმდინარეობს.
პროგრამით გათვალისწინებული გარე განათების ქსელის სამუშაოები დასრულდა სოფელ ჩორჩანში, დაბა ადიგენში, შოლავერში, ბოლაჯურში, უნწასა და ბენარაში. პროცესი გრძელდება სოფელ დიდ სმადაში, ღორძეში, პატარა სმადასა და ჭეჭლაში.
პროექტების ჯამური ღირებულება 298 489 ლარია და ის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებაში გამართულ საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.