მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება
დღეს, შეხვედრები სოფელ არალსა და წარბასთუმანში გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საერთო კრებასა და კონსულტაციაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი წარბასთუმანი – სკვერისთვის ტერიტორიის მოწყობა;
სოფელი არალი – ორ უბანში გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.