შეხვედრები დღეს, მაღალმთიან სოფლებში: საირმეში, ჭელაში, ჭეჭლაში, კეხოვანში, მოხეში, ციხისუბანში, ნამინაურში, ღორთუბანში, ზედუბანსა და აფიეთში გაიმართა.
შეხვედრებს მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
საირმე – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
ჭელა – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
ჭეჭლა – გარე განათების ქსელის მოწყობა;
კეხოვანი- წისქვილის მოწყობა;
მოხე – შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
ციხისუბანი – არსებული სტადიონის რეაბილიტაცია;
ნამინაური – შიდა საუბნო გზის მოწყობა ბეტონის საფარით;
ღორთუბანი – სკვერის მოწყობა;
ზედუბანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა ბეტონის საფარით;
აფიეთი – შიდა საუბნო გზის მოწყობა ბეტონის საფარით;
2025 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ადგილობრივი საჭიროებების და იდეების გამოვლენასა და მათ რეალიზებას ხელს უწყობს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა შეხვედრაზე ხაზს უსვამს მათ მზაობას და დაინტერესებას სოფლის განვითარების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში საკონსულტაციო შეხვედრები დღეს დაიწყო და 25 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.