დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე და პროგრამაზე, რაც ადგილობრივების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად განხორციელდება.
საბჭოს წევრებმა, კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან თავიანთი წინადადებები, იდეები და რეკომენდაციები წარადგინეს.
შეხვედრის ბოლოს მერმა გოჩა ქიმაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას ითვალისწინებს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. იგი საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.