დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ამჯერად სოფელ ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში, ზემო ენთელში, ფხეროსა და შოყაში გაიმართა.
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ჩორჩანი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი დიდი სმადა – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა,
გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი პატარა სმადა – გარე განათების ქსელის მოწყობა,
სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი ზემო ენთელი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი ფხერო – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია,
გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი შოყა – გარე განათების ქსელის მოწყობა,
შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
შეგახსენებთ, რომ სოფლის “მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” შეხვედრები 11 თებერვლიდან დაიწყო და 25 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.