მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში თავისუფლების თამაშები გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე “თავისუფლების თამაშების” ფარგლებში, გეზრბენში შეჯიბრება გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდები.
გეზრბენის შედეგებია ასეთია: პირველ ადგილზე ბოლაჯურის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორეზე ჭეჭლას სკოლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ხევაშენის სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს ადიგენის მერიისაგან სიგელები გადაეცათ.
„თავისუფლების თამაშების” ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრება ეტაპობრივად გაიმართება.