მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც სხვადასხვა აქტივობებითა და ღონისძიებებით აღინიშნება.
ყოველ წელს, სხვადასხვა აქტივობით ამ დღის აღნიშვნას, ადიგენის მუნიციპალიტეტიც უერთდება.
დღეს, კამპანიის ფარგლებში, დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობით, ადიგენის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდებმა საინფორმაციო შეხვედრასთან ერთად
თემატური, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ჟუბიეს ერთი დღე“ ჩვენება მოაწყვეს.
ფილმის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მათი ხმა ყოველთვის უნდა ისმოდეს საზოგადოებაში და აქვთ უფლება ცხოვრობდნენ თანასწორ გარემოში, ისეთივე უფლებებით, როგორიც ყველა სხვა ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად 21 მარტს, მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
დაუნის სინდრომის მქონე პირებს 47 ქრომოსომა აქვთ, რაც განპირობებულია 21-ე ქრომოსომაზე დამატებით ერთი ქრომოსომის არსებობით, სწორედ ამიტომ არის 21 რიცხვი დაწესებული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.