მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მოადგილე სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში.
დაბა ადიგენში, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ირგვება სხვადასხვა სახეობის 500-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა, ხოლო მის მოვლა-პატრონობას ა.(ა).ი.პ ადიგენის მერიას დაქვემდებარებული კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ თითოეულ ადიგენელს გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ჩაერთოთ ნარგავების მოვლაში, რადგან ახალმა ნარგავებმა დიდხანს გაალამაზოს ჩვენი მუნიციპალიტეტი.