ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა ადიგენში გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გოჩა ქიმაძემ პატარებს ბავშთვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნონოობა მიულოცა ჯანმრთელობა, ბედნიერი მომავალი და ლაღი ბავშვობა უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში, მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები მოეწყო.პარკში მყოფ ბავშვებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად ნაყინები და ფერადი ბუშტები დაურიგდათ, ხოლო საბავშვო ატრაქციონებით მთელი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლეს. ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები და სახეზე ხატვის კუთხე, პატარების მხიარულ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.
ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს!