ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული კლუბები ჩამოყალიბდა.
კლუბის ფარგლებში, ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა კლუბის ჩამოყალიბების მიზანზე ისაუბრეს.
დღესვე, კლუბის წევრებმა სხვადასხვა სამაგიდო თამაშები ითამაშეს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, დრო მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი არა მხოლოდ სამაგიდო თამაშებით, არამედ წიგნის კითხვით, ფილმების ნახვითა და ინტელექტუალური გამოწვევებითაც ითვალისწინებს ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. ახალგაზრდული კლუბი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, ახალ უნარებს შეიძენენ და შეინარჩუნებენ ჯანსაღ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს.