მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად სოფელ უნწაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტში გათვალისწინებულია 211 მეტრის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა ეზოებში შესასვლელებითა და მიერთებებით.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება, რომლის ღირებულება 119 800 ლარია.
სამუშაო პროცესს ადგილზე მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.