მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

,,ადიგენობა 2026″ -ის ფარგლებში  ადიგენის საპატიო მოქალაქეებად – სვეტლანა ბოჩიკაშვილი, სვეტლანა ხუგაევა და რიმნიკის მთავარეპისკოპოსი ვარსალუფი დასახელდნენ

ადიგენობა 2026″ -ის ფარგლებში  ადიგენის საპატიო მოქალაქეებად – სვეტლანა ბოჩიკაშვილი, სვეტლანა ხუგაევა და რიმნიკის მთავარეპისკოპოსი ვარსალუფი დასახელდნენ

სვეტლანა ბოჩიკაშვილი – ქალბატონმა სვეტლანამ ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას. იგი წლების განმავლობაში ემსახურებოდა დაბა აბასთუმნის საშუალო სკოლას, როგორც მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, ხოლო 2007 წლიდან 2024 წლამდე – როგორც ამავე სკოლის არჩეული დირექტორი.

მისი განსაკუთრებული დამსახურებები მოიცავს – მრავალწლიან პედაგოგიურ და მმართველობით ღვაწლს. ათწლეულების განმავლობაში სკოლის წარმატებულ ხელმძღვანელობასა და ახალგაზრდობის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. საერთაშორისო აღიარებასა და კულტურულ წარმატებებს. მისი ხელმძღვანელობით აბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში, ხოლო თავად ქალბატონ სვეტლანას სამგზის მიენიჭა ლაურეატის წოდება და დაჯილდოვდა მედლით.

იგი გახლავთ საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და ფლობს მთავრობის არაერთ სიგელს, დიპლომსა თუ ჯილდოს.

სვეტლანა ხუგაევა – ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კუთხისა და ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა. ქალბატონი სვეტლანა წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდა საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმიანობას. ეკავა ადიგენის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისა და აპარატის უფროსის საპასუხისმგებლო პოსტები, სადაც თავი გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმითა და ორგანიზატორული ნიჭით.

მისი განსაკუთრებული დამსახურებები და მოღვაწეობა მოიცავს- საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებს, მან დიდი წვლილი შეიტანა რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალგაზრდობის მხარდაჭერაში, მათ შორის ადიგენში მრავალპროფილიანი კოლეჯის დაარსების მნიშვნელოვან პროექტში.

ქალბატონი სვეტლანა არის პოეტი, რომლის ლექსებიც წლების განმავლობაში ამშვენებდა ადგილობრივ პრესას („განახლებულ მესხეთს“). ხალხურ მედიცინასა და ქველმოქმედებას. იგი ოჯახურ ტრადიციებს აგრძელებს და წლებია უანგაროდ ეხმარება ადამიანებს ხალხური მედიცინის საშუალებით და ზრუნავს თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

 

რიმნიკის მთავარეპისკოპოს ვარსალუფს – (VALENTIN GOGESCU)

მეუფე ვარსალუფი ღრმა სულიერებისა და მაღალი აკადემიური განათლების მქონე თეოლოგია, რომელმაც სადოქტორო ხარისხი მოიპოვა და წლების განმავლობაში თავდაუზოგავად იღვწოდა როგორც საეკლესიო ადმინისტრირების, ისე კულტურული და სოციალური აღმშენებლობის სფეროში.

მისი წინამძღვრობით აღდგა და რესტავრირდა ათეულობით ისტორიული ტაძარი და მონასტერი, შეიქმნა არაერთი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი.

 

განსაკუთრებულია მეუფე ვარსალუფის ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე. მისი უშუალო ინიციატივით, ქალაქ რიმნიკუ-ვილჩას მთავარ მფარველ წმინდანად გამოცხადდა დიდი ქართველი განმანათლებელი და რუმინეთის მიტროპოლიტი წმინდა ანთიმოზ ივერიელი. ამით მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპულ სივრცეში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და აღიარებაში.

მეუფე ვარსალუფის თაოსნობით ჩამოყალიბდა მჭიდრო, ცოცხალი და ყოველწლიური ძმური ურთიერთობა რიმნიკის საარქიეპისკოპოსოსა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას შორის. იგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, მონაწილეობს ერთობლივ ღვთისმსახურებებში და ამტკიცებს ორ მართლმადიდებელ ერს შორის მეგობრობას.

მისი პირადი მოწვევითა და ორგანიზებით, ქართველი სასულიერო პირები და მეცნიერები ყოველწლიურად მონაწილეობენ რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.