მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„ადიგენობა 2025“ -ის ღონისძიების ფარგლებში სკოლის პედაგოგებს განსაკუთრებული საქმიანობისა და გაწეული შრომისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ
საპატიო სიგელები პედაგოგებს მარო ჩხიტუნიძეს, მზევინარ ბუიძეს, ირმა ქიმაძეს, ცისანა ობოლაძესა და თემურ ბერიძეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა გადასცეს და განსაკუთრებული საქმიანობისა და წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად მოწყობილი იყო რესურსცენტრის კუთხეც, სადაც ქიმიის და ფიზიკის პედაგოგების მიერ სახალისო ექსპერიმენტების ჩვენება გაიმართა. მოეწყო ისტორიის მასწავლებლების ხელმძღვანელობით სახალისო აქტივობა ,,გაიცანი ადიგენი“, ასევე გალაქტიონის პოეზიაზე სახალისო რებუს-ვიქტორინა, ხელოვნების მასწავლებლებმა კი ადგილზე მასტერკლასები ჩაატარეს.