ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე და ააიპ სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი თამარ მირიანაშვილი, ადიგენის სამუსიკო სკოლებში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ღონისძიებებზე, მშობლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებისგან მოისმინეს წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები სხვადასხვა საკრავის თანხლებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ხარშილაძე.