მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ადიგენის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ აბასთუმანსა და უნწაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტების ფარგლებში, სოფლებში შიდა საუბნო გზების 415-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტების საერთო ღირებულება 179 920 ლარია.