მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილთან ერთად, სსიპ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას თემაზე „ინოვაციური სწავლების მეთოდები სასწავლო პრაქტიკაში“ დაესწრო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილთან ერთად, სსიპ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას თემაზე „ინოვაციური სწავლების მეთოდები სასწავლო პრაქტიკაში“ დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში ახალბედა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე, ინოვაციური სწავლების მეთოდებსა და მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარების ხელშემწყობ პრაქტიკაზე იმსჯელეს. ასევე, პედაგოგებმა დამსწრეებს გააცნეს STEM პროექტები, ინოვაციური სწავლების სტრატეგიები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებული გამოცდილება.
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და თავის მხრივ სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვეს. დასასრულს, სკოლის დირექტორმა თამარ აბრამიშვილმა წარმატებული პედაგოგები გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.