ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილესთან სოსო რეხვიაშვილთან ერთად ააიპ კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლი „ზარზმას“ ღონისძიებას დაესწრო.
კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტზე, ანსამბლი სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროგრამით წარსდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანსამბლს არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჯერად, „ზარზმა“ ბულგარეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსზეა მიწვეული, სადაც სხვადასხვა ცეკვით წარდგება მაყურებლის წინაშე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ანსამბლის წევრებსა და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, სამომავლოდ წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.