მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი ადიგენელ წარმატებულ სპორტსმენებს – სოფიო გიუნაშვილსა და ლუკა ბოჩიკაშვილს შეხვდნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი ადიგენელ წარმატებულ სპორტსმენებს – სოფიო გიუნაშვილსა და ლუკა ბოჩიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან წამახალისებელი ფულადი ჯილდო, მედალი, სიგელი და თასი გადასცეს. ასევე, ახალგაზრდებს მომავალშიც წარმატებები უსურვეს და კვლავ სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
ლუკა ბოჩიკაშვილმა საქართველოს 2026 წლის მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ჩემპიონატზე, U23-ის 85 კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა-მარცხენა ხელში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო სოფიო გიუნაშვილმა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და იუნიორთა ჩემპიონატზე, სამბოში, ქალთა 50 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ა.(ა).ი.პ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი ჯაბა ენუქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.