მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადიგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რეგილიად გამოცხადების 1700 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადიგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რეგილიად გამოცხადების 1700 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიება სპორტული აქტივობებით დაიწყო. მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც რაჭველების გუნდმა ზანავის გუნდი დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდოები, მედლები და თასი გადაეცათ.
საზეიმო ღონისძიებები დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში გაგრძელდა. გაიმართა კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები. 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საზეიმოდ გაუშვეს ბუშტები და დამსწრეებს საქართველოს დროშები დაურიგდათ.
სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა.
საღამო ბენდ „მარეს“ კონცერტით, DJ-ის შესრულებითა და ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.