ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში შეხვედრები გრძელდება.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ამჯერად ერთმანეთს ქიქინეთის, არალის, რაჭველებისა და გოლიათას საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაშების შედეგები ასეთია :
ქიქინეთი – არალი – 5:5 პენალტების სერიაში გაიმარჯვა ქიქინეთის გუნდმა;
რაჭველები-გოლიათა – 2:1
მინი ფეხბურთში ფინალური თამაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.