ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სათავგადასავლო ტური „შემოიარე ადიგენის“ ფარგლებში გამართულ ექსკურსია-ლაშქრობაში მონაწილეობდნენ.
პროექტში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ.
მონაწილეებმა კურორტ აბასთუმანიში, არალში, უდეში, ზარზმასა და შოშხოთში არსებული ისტორიული ღირსშესანიშნაობები და ეკლესია-მონასტრები დაათვალიერეს და მათ ისტორიებს ადგილობრივი გიდის მეშვეობით გაეცნენ, ასევე ჩაერთნენ სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობებში.
პროექტს – „შემოიარე ადიგენი“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მესამე წელია, ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა და მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია.