მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
გამწვანების კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სახეობის ვარდები ირგვება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, მოადგილეები ინა კაპანაძე და როინ მარკოიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ააიპების თანამშრომლები.
ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად გაგრძელდება.