ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრება მინი ფეხბურთში, ამჯერად გოგონებს შორის ჩატარდა.
თამაში, დაბა ადიგენის მინი მოედანზე გაიმართა და მასში დაბა ადიგენის, მოხეს, ლელოვანისა და ქვემო ენთელის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
საინტერესო თამაშების შემდეგ ფინალში ქვემო ენთელისა და მოხეს საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ, სადაც პენალტების სერიაში მოხეს გუნდმა გაიმარჯვა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ადიგენის მერიისგან სიგელები გადაეცათ.