ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი და მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი სოფელ ზარზმასა და დაბა ადიგენში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
სოფელ ზარზმაში შიდა საუბნო გზის 522-მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და ეზოში შესასვლელები.
დაბა ადიგენში მიმდინარეობს თორნიკე ერისთავის, არტემ ბალახაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ჯამში 1131-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 829 645 ლარს შეადგენს.