პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრები სოფელ ბოლაჯურში, ქვემო ენთელსა და დაბა აბასთუმანსი გაიმართა.
საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ქვემო ენთელი – სასმელი წყლის ქსელისთვის მილების შეძენა;
სოფელი ბოლაჯური – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
დაბა აბასთუმანი – სკვერის მოწყობა; მუსიკალურისა და ბიბლიოთეკის შენობაში საპირფარეშოების მოწყობა;
სოფელი დერცელი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი კიკიბო – სასფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა;
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბოლოოდ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.