მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე ადიგენელ ახალაგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა, გაეცნო მათ მიღწევებს და წარმატებები მიულოცა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა სამომავლოდაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა სპორტსმენებს, ხოლო უკვე მოპოვებული წარმატებებისთვის მერიისგან ლუკა აღოშაშვილს, გელა ჩიხლაძეს და გელა კაჭკაჭაშვილს წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს შიტო-კაი კარატე-დოს ფედერაციის საახალწლო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს, ასევე გადაეცათ სერტიფიკატები საკვალიფიკაციო პირველი ატესტაციის გავლისათვის ნუნჩაკუ-დოში, ხოლო საქართველოს შიტო-კაი კარატე-დოს ფედერაციამ შიტო-კაი კარატე-დოში მოპოვებული წარმატებისთვის მე-7 კიუ მიანიჭა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, პედაგოგი და ახალგაზრდების მშობლები.