ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კურორტ აბასთუმანში უსახური და დაუკანონებელი შენობების დემონტაჟის სამუშაოებს გაეცნენ. ისინი ადგილზე შეხვდნენ სამუშაო ჯგუფს, ყურადღება გაამახვილეს სამუშაოების უსაფრთხოებაზე, პროცესის ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების დაცვით განხორციელებაზე.
სამუშაოების მიზანია გარემოს მოწესრიგება და კურორტის ვიზუალური იერსახის გაუმჯობესება. დემონტაჟის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია სივრცეების კეთილმოწყობა, რაც აბასთუმანს კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის როგორც ადგილობრივებისთვის ისე დამსვენებლებისთვის.