მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა დაბა ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. საბჭოს წევრებმა მერს მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობა გააცნეს, ასევე საკუთარი ხედვები და მომავალში განსახორციელებელი ინიციატივები წარუდგინეს.
გოჩა ქიმაძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ხედვა თვითმმართველობის ბევრ ინიციატივას უფრო ეფექტიანს ხდის. მერმა საბჭოს წევრებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.
დასასრულს კი ერთობლივად დაგეგმეს სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები.