მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ საღრძესა და ღორძეში ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები, სოფელ ბოლაჯურში კი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ცენტრი და სკვერი დაათვალიერეს.
გოჩა ქიმაძე ასევე დაბა ადიგენში იმყოფებოდა, სადაც ზაზაშვილის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში განხორციელებულ, ბალახაშვილის ქუჩაზე კი სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
“ჩვენთვის პრიორიტეტია ადიგენში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა და ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სოციალურ-კულტურული მიმართულებებით. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.
განხორციელებული და მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.