ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
გოჩა ქიმაძემ დაათვალიერა სოფელ ზაზალოსთან მისასვლელი გზა, სადაც 1900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყო. 2026 წელს ასფალტი დამატებით 1100 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
უკვე დასრულდა სოფელ უდეში მისასვლელი 2283 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება, ასევე რეაბილიტირდა მდინარე ქვაბლიანზე არსებული ხიდი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სოფელ უდეში მისასვლელი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობის პროცესს, ასევე შეხვდნენ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილონ ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.