ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში შიდა საუბნო გზები მოეწყო
ადიგენის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
პროგრამის ფარგლებში სოფელ ნამინაურში, აფიეთსა და უნწაში შიდა საუბნო გზებზე, ჯამში 180- მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და მოეწყო სანიაღვრე არხები.
პროექტები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.