მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე „ზარზმობა“ აღინიშნა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში „ზარზმობა“ ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. წმინდა სერაპიონ ზარზმელი IX საუკუნეში მოღვაწეობდა და წარმოშობით კლარჯეთიდან იყო.