ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სოფელ არალსა და უდეში, შიდა უბნებში, გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა.
პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებაში გამართულ საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.
სამუშაოების ღირებულება 123 000 ლარია, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.