მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოადგილესთან სოსო რეხვიაშვილთან ერთად დაბა აბასთუმანში და სოფელ უდეში ახალი ბაღები გახსნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილთან ერთად დაბა აბასთუმანში და სოფელ უდეში ახალი ბაღები გახსნა.
აბასთუმანში და სოფელ უდეში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ბაღები გათვლილია 75-75 აღსაზრდელზე. შენობებში მოეწყო საბავშვო ოთახები, საძინებლები, მრავალფუნქციური დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილები, ეზო და სათამაშო მოედნები. ბაღები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალი ბაღები აშენდა სოფელ უდეში, ზანავში, დაბა აბასთუმანსა და ქვემო ენთელში, ხოლო სოფელ არალსა და ვარხანში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.