მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში შიდა საუბნო გზები ეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. სოფელ მლაშეში, ფლატეში, ჭეჭლაში, ფხეროში, წახანში, გორგულსა და სოფელ ადიგენში შიდა საუბნო ბეტონის გზები ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს ადიგენის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებში ჯამში 1702 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი, მიერთებებითა და ეზოებში შესასვლელებით.
პროექტი, რომლის ღირებულება 554 997 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება.