მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.
სოფლებში, გომაროსა და შოყაში სპეციალური ტექნიკის დახმარებით ინტენსიურად იწმინდება გზებზე ჩამოტანილი დიდი მოცულობის ქვა-ღორღი.
ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. აქტიურად მუშაობს ზარალის ოდენობის შემსწავლელი სპეციალური კომისია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა საჭირო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდეს.